Свернуть поиск
მოემზადეთ, ბევრს არ მოეწონება👀
დღეს კაცების დეფიციტი კი არა, მამაკაცების დეფიციტია.
წვერი, კუნთები, ფული, მანქანა,ხმამაღალი საუბარი და მკაცრი მზერა ვერავის აქცევს მამაკაცად. ეს მხოლოდ გარეგნული ატრიბუტებია. მამაკაცობა იწყება იქ, სადაც ადამიანი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იღებს.
ყველაზე სუსტ კაცებს ხშირად ყველაზე ძლიერები ჰგონიათ საკუთარი თავი.
ისინი ყველას მართვას ცდილობენ, რადგან საკუთარი თავის მართვა ვერ უსწავლიათ. უნდათ, რომ მათი ეშინოდეთ, რადგან პატივისცემის დამსახურება არ შეუძლიათ. ხმას უწევენ, რადგან მათ სიტყვას წონა არ აქვს.
ნამდვილი ძალა მუშტში არ ცხოვრობს.
ნამდვილი ძალა იმ მომენტში ჩნდება, როცა გაბრაზებულს თავის შეკავება შეუძლია. როცა შეცდომას აღიარებს. როცა ბოდიშის მოხდა არ ეთაკილება. როცა რთულ საუბარს არ გაურბის. როცა მის გვერდით მყოფ ადამიანს მუდმივი თავდაცვის რეჟიმში ცხოვრება არ უწევს.
ბევრი კაცი სიყვარულს ფლობას ეძახის.
აკონტროლებს. ეჭვიანობს. ზღუდავს. ამცირებს. და ამას მზრუნველობის სახელით ფუთავს.
სინამდვილეში, სადაც თავისუფლება კვდება, იქ სიყვარული უკვე მკვდარია.
მამაკაცის გვერდით ქალი საკუთარ თავს არ უნდა კარგავდეს. თუ ურთიერთობის გადასარჩენად ქალს ყოველდღე საკუთარი ხმის, სურვილების, ოცნებებისა და ხასიათის დამალვა უწევს, ეს სიყვარული არ არის — ეს ნელი თვითგანადგურებაა.
შეხედეთ ქალს და ბევრ რამეს მიხვდებით.
თუ ის მუდმივად დაძაბულია, ეშინია, საკუთარ თავში ეჭვი შეაქვს და აღარ ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც ადრე იყო — იქ ვიღაც საკუთარ ძალას არასწორად იყენებს.
ხოლო როცა ქალი მშვიდია, თავისუფალია,ლაღია, თავდაჯერებულია, იღიმის, ვითარდება და საკუთარი თავის გამოჩენის აღარ ეშინია, იქ სწორი მამაკაცია ...
ბოლოს და ბოლოს, მამაკაცი ის არ არის, ვისიც ყველას ეშინია.
მამაკაცი ის არის, ვის გვერდითაც შიში ქრება.
კაცად ბევრი იბადება,
მაგრამ მამაკაცი მხოლოდ ის ხდება, ვინც ერთხელ მაინც საკუთარ ეგოს სძლევს და მიხვდება, რომ ადამიანის სიდიადე სხვების დამორჩილებაში კი არა, საკუთარი თავის მართვაშია.
✍️ საბა საფარელი
2 комментария
3 класса
ადამიანები იშვიათად ესხმიან თავს მათ, ვინც მათზე სუსტია.
ყველაზე ხშირად ისინი ურტყამენ მათ, ვინც ახსენებს, რომ თავად მეტი არ შეუძლიათ.
ამიტომ, კონკურენციის ნაცვლად, ჩირქს გცხებენ.
საკუთარ თავზე მუშაობის ნაცვლად, ბრალს შენში ეძებენ.
ხოლო შური?
ეს მხოლოდ იმ ადამიანების მიერ გამოწვეული ხმაურია, რომლებიც უკან ჩამორჩნენ.
~ ჩემი თვალით დანახული სამყარო
~ Vawadze
13 комментариев
5 классов
ჭორს ნუ ებრძვი უბრალოდ მეტი მასალა მიეცი.
ტრადიციულად გაიღიმე „უცნაურად“, გახდი ცოტა უფრო მისტიური და აი, მორიგი ეპიზოდიც მზადაა..საოცარი უნარია, იყო მუდამ სხვების ცხოვრებით დაკავებული მათი სულიერი ვარდნითა და აღმავლობით.
დიახ, ისინი უბრალო ადამიანები არ არიან , თავდადებულები არიან... და როგორც ჩანს, არასოდეს იღლებიან.
თუ ვინმე შენს სახელს ხშირად ახსენებს, არ იდარდო. ეს ნიშნავს, რაღაცას სწორად აკეთებ... ან ძალიან საინტერესოდ ცხოვრობ...
1 комментарий
3 класса
загрузка
Показать ещёДополнительная колонка
О группе
- Пунта-дель-Эсте
Фото из альбомов
Правая колонка