Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
ღმერთო დაგვილოცე ჩვენი საქართველო,
სიკეთე მოუვლინე ღვთისა.
ცამდე აამაღლე სული ქართული და
სიყვარული აფრქვიე ციდან.
უფალო შეგვიწყალე, ჯვარი გადაგვსახე,
ყველა შვილები ვართ ღვთისა.
ვიცით ცოდვილნი ვართ, ცოდვა მოგვიტევე,
გვაკურთხე დედაო ღვთისა.
ერი გაანათლე, გონი გაუნათე,
სული განუწმინდე ლოცვით,
სამშობლოს სიყვარულით გული აუვსე და
რწმენა დაუბრუნე მოყვრის.
ღმერთო დაგვილოცე ჩვენი საქართველო,
ჩვენი ქართული მიწა.
ქართული გენი კვლავაც გაამძლავრე,
შენი სიყვარული გვიცავს...
31.12.2021
მზია კაპანაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4