Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
შევეცი პოლიციელს, როცა არაფერი დამიშავებია და მაინცდამაინც მომიქსიეს... შევეცი ქალაქის მერს, რომელიც იძლევა ბრძანებებს და ჯერაც არ გამცდარა თავის კაბინეტს... შევეცი მამას, რომელიც თავის შვილს მეცამეტე დაბადების დღეზე ჩუქნის დანას... შევეცი ვაჟკაცს, რომელიც 24/7_ზე ბირჟაზე ზის და გამვლელებს თვალებს უქაჩავს... შევეცი მამაოს, რომელიც ფულებში ბანაობს და სიცხეში მრევლი უქნევს მარაოს... შევეცი ჭკუის დამრიგებელს, რომელსაც სპირტის სუნი ასდის და თავის ჭკუით მაძლევს იმედებს... შევეცი შავი ჯიპის მძღოლს, როცა მე მინთია მწვანე და ის მაინც გზას არ მითმობს... შევეცი მაძღარ მუცელს, როცა იქვე პატარა ბავშვი 10 თეთრისთვის გამვლელებს ხელებს უშვერს... შევეცი ოჯახს, სადაც აცრემლებული ცოლი თავის ღიპიან ქმარს გახდის და ფეხებს დაბანს... შევეცი ტრადიციას, რომელიც იწვევს ადამიანის სულიერ და მორალურ დეგრადაციას... შევეცი ამბიციას თუკი, შენმა შენმა გონებამ უკვე დიდი ხნის წინ განიცადა სტუკი... შევეცი ოქროებს და მდიდრულ იერს თუკი პურის ფული არა გაქვს და ღამით გძინავს მშიერს... შევეცი პოლიციის შუქს, როცა ის არ მაძლევს იმედს და უფრო მხდის დაძაბულს... შევეცი ისეთ დემოკრატიას, როცა შენი ყოველი სიტყვა ფეხებზე კიდია ყველა პარტიას...

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 12